მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის 42 აღსაზრდელი საიმერლოს,
ქალაქ მარნეულის N1 და N4 საბავშვო ბაღებში გადანაწილდნენ.
ინფორმაციას ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი
ადასტურებს და ამბობს, რომ მსურველებმა გაერთიანებას უნდა მიაკითხონ
და განცხადება დაწერონ. 80 აღსაზრდელი ბაღის გარეშე 17 თებერვალს
დარჩა. მას შემდეგ, რაც სააღმზრდელო დაწესებულება ავარიული შენობის
გამო სასწრაფო წესით დახურეს და საწავლო-აღმზრდელობითი პროცესი
შეაჩერეს.
ჯერჯერობით, უცნობია
რამდენი ხანის განმავლობაში მოუწევთ ბავშვებს
სხვა დაწესებულებებში სიარული, თუმცა ქარამოვი განმარტავს, რომ
წერეთლის ბაღი ერთ-ერთი პირველია, რომლის მშენებლობასაც ცენტრალური
ხელისუფლების დაფინანსებით ახლო მომავალში იგეგმება.