მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვეისას ქვეითი გარდაიცვალა
მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ, 21 თებერვალს,
დაახლოებით 19:00 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა
სოფელ ქოლაგირში მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
რადიო „მარნუელის“ ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე, რომელსაც
ავტომოილი დაეჯახა შუახნის კაცია. ავარიის შედეგად ის
გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება
დაიწყო.