რა უნდა ვიცოდეთ პოლიციაზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე - მარნეულში ტრენინგი იგეგმება
24 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიციის, პროკურატურის, გამოძიების, სასამართლოსა და არასრულწლოვანთა დანაშაულებსა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგი გაიმართება.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რეგისტრაციის გავლა.

ტრენინგი მოიცავს:
- მართლმსაჯულების ორგანოების როლი და ფუნქციები;
- რისი უფლება გვაქვს; როგორ, როდის და ვის მივმართოთ;
- ვინ გვიცავს უფლებამოსილების გადამეტებისგან;
- რა გზა გაიარა სისტემამ - რეფორმები/გამოწვევები;
- კრიმინოგენური მდგომარეობა/დანაშაულის სტატისტიკა - როგორი პოლიტიკა გვჭირდება დანაშაულის წინააღმდეგ?
- არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა (მათ შორის, ადრეული ქორწინება და სექსუალური ძალადობა);
- ქალთა მიმართ ძალადობა;
- როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა წლების მიხედვით;
- არასრულწლოვნების, მათი მშობლების უფლებები, ხელმისაწვდომი სერვისები - რა უნდა ვიცოდეთ?

ტრენინგს გაუძღვებიან: ნათია მეზვრიშვილი (ყოფილი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პროკურორი) და გოგა ხატიაშვილი (დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი; შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი).

ტრენინგი ტარდება დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

ტრენინგი მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 24 თებერვასლ, 12:00 საათზე დაიწყება.

ტრენინგში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შეგეძლებათ აქ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები