შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის
რამდენიმე პირი დააკავა. გთავაზობთ 15 იანვრის კრიმინალურ დაიჯესტს:
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოსა და თურქეთის
სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში
თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს.
ყველა დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.