USAID-ის მხარდაჭერით "ჯეო-ჰოსპიტალსის" ბაზაზე ექთნების გადამზადების პროგრამა დაიწყო
დღეს, 4 მაისს მარნეულის ბიბლიოთეკაში ექთნების გადამზადების პროგრამის დაწყების პრეზენტაცია გაიმართა. „ჯეო ჰოსპიტალს“-ი, USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების, სპეციალიზაციის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

„ჯეო - ჰოსპიტალის“-ის საექთნო სასწავლო ცენტრის ბაზაზე ექთანთა სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში არა მხოლოდ ქსელის პერსონალი, არამედ რეგიონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო პროგრამების მიმწოდებელი კოლეჯების კურსდამთავრებულებიც ჩაერთვებიან.

ექთნები შეძლებენ, შეიძინონ 3
ახალი საექთნო სპეციალობა: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი. 



დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოხდება სასწავლო ცენტრის აღჭურვა (სასწავლო ინვენტარი, აუცილებელი ლიტერატურა, მანეკენები,სიმულატორები) და პედაგოგების გადამზადება.

პრეზენტაციას ესწრებოდა USAID- ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ხელმძღვანელი დევიდ ბლოდი. მისი თქმით პროგრამა ხელს შეუწყობს სამედიცინო სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.

„საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები საქართველოში პირველად მომზადდა და ის ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი პროგრამების იდენტურია.
USAID-ის და ჯეო-ჰოსპიტალსის პარტნიორობით ინერგება საქართველოში, ინოვაციური დიპლომისშემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობა. აღნიშნული კი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში , როგორც საგანმანათლებლო კუთხით ასევე დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამავდროულად შეესაბამება იმ სტრატეგიას, რასაც ითვალისწინებს 2025 წლიდან საექთნო საქმიანობის რეგულირების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.“


ჯეო ჰოსპიტალსის სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ნოღაოდელი ამბობს, რომ სასწავლო კურსების ხანგრძლივობა ექთნობის მიმართულებაზეა დამოკიდებული. კვალიფიციურ ექთნების მომზადება მნიშვნელოვანი არის ჯანდაცვის სისტემისთვის, კლინიკებისთვის და დასაქმებულ ექთნებისთვის.



„პროგრამების ხანგრძლივობა ექვსი თვე სულ მცირე- პედიატრიის ექთანი. წელიწადი და წელიწადზე მეტი- ანესთეზია, ინტენსიურ მოვლის მიმართულება. ექთნებს მომზადება მოხდება არაფორმალურ გარემოში. სამუშაო ადგილებში. რაც იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში როდესაც ფორმალიზებულ გარემოში, სასწავლო ცენტრის ბაზაზე მომზადდებიან ექთან-სპეციალისტები. ამავდროულად პერსონალისთვის ვინც ჩაერთვებიან მოტივაცია დასაქმების პერსპექტივის იქნება მაღალი“


მარნეულში გამართულ ღონისძიებას, ესწრებოდნენ სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო მიმართულებით მომუშავე კოლეჯების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1