ყიზილაჯლოს ბაღში სამუშაოების დასასრულებლად 478 909 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღის დარჩენილი სამუშაოების და ბაგა - ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშოებისათვის მარნეულის მერიამ 478`909 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

თანხის 24%-ს ცენტრალური ბიუჯეტი, ხოლო 76%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინასებს. დაახლოებით ორი წელია, რაც სააღმზრდელო დაწესებულების რემონტი მიმდინარეობს. როგორც რადიო მარნეულს 1 მაისს ზაურ ქარამოვმა განუცხადა, საბავშვო ბაღის გახსნა ახალი სასწავლო წლისთვისაა დაგეგმილი.

„სამუშაოები ბევრი არ დარჩა. სექტემბრამდე ყველაფერი დასრულდება. ყველა საჭირო ინვენტარი შეძენილია. სამუშაოების დასრულებას ველოდებით. კარები დარჩა და გათბობს სისტემის დამონტაჟება“- თქვა ზაურ ქარამოვმა

ყიზილაჯლოს ბაღის ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 24-29 მაისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები მერიას 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 14 საბავშვო ბაღია. ამ ეტაპზე სწავლა მხოლოდ 11-ში მიმდინარეობს.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები