რა თანხა აქვს გადახდილი მერიას სარესტორნო მომსახურებაში ერთ წელში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი წლის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაში 73 461 ლარი დახარჯა.

2022 წლის გამარტიებული შესყიდვების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ყველაზე მეტჯერ ხელშეკრულება ინდმეწარმე ვლადიმერ ქიმაძესთან გააფორმა. რესტორან „სადღეგრძელოში“ (ე.წ „გამატყავე“ - ში) ერთ წელში 9 სუფრა გაიშალა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 000 ლარი დაიხარჯა.

გამარტივებული ტენდერების მოხსენებითი ბარათების თანახმად, რესტორნებით სარგებლობა, მერიას, ძირითადად მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისათვის დასჭირდა.
გთავაზობთ 2022 წელს რესტორან „სადღეგრძელოსთვის“გადახილ თანხების ოდენობას:

  • 2`650.00 ლარი - „ მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვლს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს. „
  • 1`207.00 ლარი - „მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს.გამომდინარე აქედან, გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს, განახორციელოს შესყიდვასთან დაკავშირებული ქმედების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“
  • 2`796.00 ლარი - მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 და 4 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საკონცენცერტო დარბაზში, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალის „თაობა“ ფარგლებში აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარდგება სპექტაკლებით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მარნეულში მყოფ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშია აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრების დირექტორები და სამხატვრო ხელმძღვანელები, დასთან ერთად, გავუმასპინძლდეთ კვებით.
  • 2`074.00 ლარი „მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 05 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს - სახელმწიფო თანამდებობის პირებს, როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებიდან. გამომდინარე აქედან, გვესაჭიროება აღნიშნული სტუმრების სადილით გამასპინძლება. „
  • 3`195.00 ლარი - „ „დიდგორობის“ სახალხო დღესასწაულზე სრულფასოვნად წარდგენისათვის საჭიროა 2 ერთეული (ქ. მარნეული - დიდგორის ველი და უკან) მიკროავტობუსი მომსახურე პერსონალის, სპორტსმენებისა და მონაწილეების მგზავრობისათვის და 1 ერთეული სატვირთო ა/მანქანა რეკვიზიტების ტრანსპორტირებისათვის. იმერული სამზარეულოს მასტერკლასების ჩასატარებლად საჭიროა ტრადიციული სუფრისთვის დამახასიათებელი პროდუქტებისა და მომსახურების შესყიდვა. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურებს განახორციელოს ტრანსპორტის უზრუნველყოფასთან და პროდუქტების (მომსახურეობის) შესყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები. „
  • 3`309.00 ლარი - „მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, მუნიციპალიტეტში მოწვეულნი იყნენ საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. შესაბამისად, მათი გამასპინძლების მიზნით, გვესაჭიროება წარმომადგენლობითი ხარჯების შესყიდვასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებილი ღონისძიებების გატარება.“
  • 9`002.00 ლარი - „მოგახსენებთ, რომ ამა წლის 30 სექტემბერს, სამი დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს პოლონეთის, ლიეტუვის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის და კანადის წარმომადგენლობით დელეგაციებს. 30.09.2022- 02.10.2022 განმავლობაში გაიმართება ოფიციალური სამუშაო შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიზიტის ფარგლებში, საჭიროა სტუმრების სასტუმროში განთავსება (საუზმით), თარჯიმნის მომსახურება და სამი დღის განმავლობაში, დელეგატების სადილით და ვახშმით გამასპინძლება.“
  • 8`842.00 ლარი - „მოგახსენებთ, რომ ამა წლის 30 სექტემბერს, სამი დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს პოლონეთის, ლიეტუვის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის და კანადის წარმომადგენლობით დელეგაციებს. 30.09.2022- 02.10.2022 განმავლობაში გაიმართება ოფიციალური სამუშაო შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიზიტის ფარგლებში, საჭიროა სტუმრების სასტუმროში განთავსება (საუზმით), თარჯიმნის მომსახურება და სამი დღის განმავლობაში, დელეგატების სადილით და ვახშმით გამასპინძლება.“
  • 1`991.00 ლარი - „მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში იხსნება მონასტერი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს მუნიციპალიტეტის და რეგიონის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. გახსნაზე მოწვეული არიან სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მოწვეული სტუმრების სადილით გამასპინძლება.“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები