რატომ მინდა ამერიკაში წასვლა - ელჯან ჰაჯლი „მწვანე ბარათის“ გათამაშებაზე
თსუ-ს მეხუთე სურსის სტუდენტმა ელჯან ჰაჯილმა „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში ვერც წელს გაიმარჯვა. წელს ელჯანმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა სოციალურ ქსელში სადაც ამბობს, რომ გათამაშებაში ვერც წელს გაიმარჯვა. ელჯანი რადიო „მარნეულთან“ საუბრობს, თუ რატომაა მისთვის მნიშვნელოვანი „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში გამარჯვება.

„ამჟმად „მწვანე ბარათის“ პროგრამაში გამარჯვების შანსი დაახლოებით ყველა მოქალაქისთვის 1% შეადგენს. ანუ ყველა 100 კაცის მიმართვიდან ერთი მოიგებს. როგორც იცით მწვანე ბარათის საბუთი ლატარეის ტიპით თამაშდება. ამ პროგრამით გამარჯვების შანსი გეოგრაფიული კუთხეების მიხედვით განისაზღვრება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველ წელს ამ პროგრამაში მიმართვების რიცხვი იმატებს, ამის შედეგად მოგების შანსიც უფრო მცირდება“.

ჰაჯილიმ საქართველოს დატოვების სურვილის მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკა თავისი ცხოვრების წესის, განათლების სისტემის მიხედვით სხვა ქვეყნებისაგან განსხვავდება, ამიტომ შედის მის სამომავლო გეგმებში ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა.

„რატომ ამერიკა? - ეს მრავალპროფილური შეკითხვებიდან ერთ-ერთია. იქ ცხოვრობს 200-ზე მეტი ერი რომელიც აშშ-ს სამშობლოს უწოდებს. აშშ არის საზოგადოება რომელიც განსხვავებულობას იღებს. პოზიტიურობა და ტოლერანტობა აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის ძირითადი მიზეზებია. ამასთან ერთად, მე მიზიდავს ბევრი დეტალი. მაგალითად, ქვეყანაში არსებული სამართლის სისტემა, ეკონომიკური ძალა, კარიერიული ზრდის დიდი შანის და ყველაზე ძირითადი განათლება. ასე, რომ თუ შვილებთან ერთად აშშ-ში გადადიხართ საცხოვრებლად, მათთვის ყველაზე კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა გექნებათ. დარწმუნებული იყავით, რომ ამერიკაში განათლების სტანდარტი ყველაზე მაღალია. არჩევანი გექნებათ შვილი სახელმწიფო თუ კერძო სკოლაში გაუშვათ. რომელიც არ უნდა შეარჩიოთ, დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი შვილი საუკეთესო განათლებას მიიღებს“.

საქართველოში „მწვანე ბარათის“ მღებით ამერიკაშის წასული ახალგაზრდების რიცვიხ ცოტა არაა. ელჯანის აზრით საზღვარგარეთ ცხოვრების სურვილის მქონე ახალგაზრდების უმრავლესობა საქართველოში არსებული სირთულეების, ასევე ეკონომიკური მდგომარეობის გთვალისწინებით თავიანთ მომავალს ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ. ამიტომაც, სირთულეებისათვის თავის არიდების ერთადერთი გზა საქართველოს დატოვებაა.

„ამის მიზეზები სხვადასხვაა. სერიოზული და საფუძვლიანი მიზეზებიდან გამომდინარე, მოსახლეობის ნაწილი თავიანთ მომავალს აქ ვერ ხედვას და ეკონომიკური სირთულეების არსებობის გამო უნდა ქვეყნიდან წასვლა. ბევრ ახალგააზრდას ვიცნობ რომელმაც ამ პროგრამას მიმართა, მათი აზრი ასეთი იყო: „სადაც არ უნდა ვიყო, მთავარია ქვეყნიდან გავიდე“. ისინი ფიქრობენ, რომ „მწვანე ბარათიც“ მათთვის ამ მიზნის მისაღწევად ადვილი გზებიდან ერთ-ერთია“.

„მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად სულ ორი მოთხოვნა არსებობს:
  • მოთხოვნა #1: განმცხადებელი უნდა იყოს დაბადებული პროგრამისთვის კვალიფიცირებულ ქვეყანაში.
თუ თქვენ არ დაიბადეთ იმ ქვეყანაში, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია, არსებობს კიდევ ორი გზა, რა შემთხვევაშიც შესაძლოა, იყოთ კვალიფიციური:
  • ● თქვენი მეუღლე დაიბადა იმ ქვეყანაში, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია? თუ ასეა, მაშინ შეგიძლიათ, მიუთითოთ მეუღლის დაბადების ქვეყანა იმ პირობით, თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ერთდროულად მიიღებთ ვიზებს და ერთდროულად გაემგზავრებით აშშ-ში.
  • ● დაიბადეთ იმ ქვეყანაში, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლია, მაგრამ თქვენი არცერთი მშობელი იქ არ დაბადებულა და თქვენი დაბადების მომენტში იმ ქვეყნის რეზიდენტები არ იყვნენ? მაშინ შეგიძლიათ მიუთითოთ ქვეყანა, სადაც თქვენი რომელიმე მშობელი დაიბადა, თუკი ეს ქვეყანა შედის იმ ქვეყანათა სიაში, რომელსაც 2024 წლის პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს.
  • მოთხოვნა #2: თითოეული განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს განათლების ან სამუშაო გამოცდილების მოთხოვნას:
  • ● განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია - და, რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით. ან
  • ● ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის “O*Net OnLine” მონაცემათა ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ საკვალიფიკაციო სამუშაო გამოცდილების დადგენა
აღსანშნავია, რომ საქართველოში მწვანე ბარათის გათამაშებით დაინტერესბეულების რიცვი იმატებს, ამის შესახებ Turebi.ge-ს დირექტორმა ნინიკო გოგოლაძემ „ბიზნესის დილაზე“ ისაუბრა. მისი თქმით, 2011 წელს მწვანა ბარათის გათამაშებაში 20 ათასი ადამიანი დარეგსიტრირდა და 2021- წელს ეს 112 ათასს გაუტოლდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპრატამენტის ინფორმაციით წელს მწვანე ბარათის ლატარეაში საქართველოდან საერთო ჯამში 112 464 მიმართვა შევიდა. ეს წინა წლებთან შედარებით 29, 000 მიმართვით ნაკლებია.
მწვანე ბარათი საქართველოშ 2021 წლის ფინასური წლის ტირაჟზე ყველაზე მეტი მოგებული იყო - გამარჯვებულთა რიცხვი 1899 კაცი იყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები