ყიზილაჯლოს ბაღში სამუშაოების დასასრულებლად ტენდერი მეორედ გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღის დარჩენილი სამუშაოების და ბაგა - ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის მარნეულის მერიამ 478`909 ლარის ღირებულების ტენდერი მეორედ გამოაცხადა.

პირველი ტენდერი, რომელიც მაისში გამოცხადდა, მონაწილეობა არავინ მიიღო. დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული თანხით ყიზილაჯლოს ბაღში იგეგმება ლითონის ღობის და ჭიშკრის მოწყობა. ეზოში გაკეთდება სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ბილიკები დეკორატიული ფილებით, გამწვანება და სხვა.

ახალ ტენდერში მონაწილეობის
მიღება მსურველ კომპანიებს მხოლოდ ოთხი დღე, 9-12 ივნისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მერიას 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

დაახლოებით ორი წელია, რაც სააღმზრდელო დაწესებულების რემონტი მიმდინარეობს. როგორც რადიო მარნეულს 1 მაისს ზაურ ქარამოვმა განუცხადა, საბავშვო ბაღის გახსნა ახალი სასწავლო წლისთვისაა დაგეგმილი. თანხის 24%-ს ცენტრალური ბიუჯეტი, ხოლო 76%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები