მერიაში შშმ პრებისთვის ლიფტის დამონტაჟებას აპირებენ
მარნეულის მერია  თვითმმართველობის შენობაში შშმ პირებისთვის ადაპტირებულ ლიფტის დამონტაჟებას გეგმავს.  ამის შესახებ ინფორმაცია 27 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის, კობა ჩხიტუნიძის თქმით, სპეციალური საჭიროების მქონე  პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის მოსაწყობად თვითმმართველობა ტენდერს გამოაცხადებს და პროექტისთვის 100 000 ლარი იქნება გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახური უფროსი ბექა აბდალანი ამბობს, რომ  მარნეულის თვითმმართველობის შენობის რეაბილიტაცია  შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აბდელანის თქმით, ამ დროისთვის პირველ სართულზე უკვე გაკეთდა სპეციალური პანდუსი. მერიის შენობის რეაბილიტაციის პროექტი ივნისის თვიდან დაიწყო და მისი ღირებულება 315 000 ლარია.

იქნება თუ არა შშმ პირებისთვის ლიფტის დამონტაჟება რეაბილიტაციის პროექტის პარალელურად აბდელანი  ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ეცდებიან ორივე პროექტი წლის ბოლომდე დაასრულონ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები