ორ სოფელში სასმელი წყლის გასაყვანად მერია პროექტებს 40 500 ლარად შეიძენს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორ სოფელში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის პროექტის შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა იგეგმება სოფელ მეორე ქესალოსა და კუშჩუში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო ორგანიზაციამ პირველ ეტაპზე სრულიად უნდა შეისწავლოს სოფელ პირველ ქესალოსა და კუშჩუში არსებული სასმელი წყლის ქსელის მდგომარეობა და უნდა გააცნოს მერიას, რის შემდეგაც უნდა მოხდეს სრული პროექტის შედგენა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ მეორე ქესალოში და კუშჩუში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას 40 500 ლარად გეგმავს.

სატენდერო წინადადების მიხედვით, სოფელ მეორე ქესალოში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 850 000 ლარი, ხოლო სოფელ კუშჩუში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარია.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები