კასუმლოში წყლის ახალი რეზერვუარის მშენებლობა 431 995 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოში სასმელი წყლის ახალი რეზერვუარისა და საყარაულო საქლორატოროს მშენებლობა იგეგმება. მარნეულის მერიის მიერ 11 იანვარს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ახალი რეზერვუარი, სოფელში მდებარე ძველი რეზერვუარის გვერდით მოეწყობა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელი კასუმლოს მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემებით შეადგენს 2800 სული კომლთა რაოდენობა 1000 კომლი, სოფლი განთავსებულია ქალაქ მარნეულის აღმოსავლეთით და მისი რელიეფი წარმოადგენს ქანობიან რელიეფს
სოფლის ტერიტორია დაქსელილია მიწისზედა გაზსადენის სისტემით შიდა საუბნო და გარე განათების საყრდენებით რადგან სოფელი წარმოადგენს დახრილ რელიეფს ხოლო სავტომობილო გზებზე არსებობს კიუეტები და სანიაღვრე სისტემა ხოლო ნალექების შედეგად წარმოშობილი ზედაპირული წყლები მიუყვება ბუნებრივ ქანობს ხევებისკენ.“
- აღნიშნულია კასუმლოში რეზერვუარის მოწყობის ტენდერში

მოცემული პროექტი ითვალისწინებს სოფელ კასუმლოს ტერიტორიაზე სოფლის არსებული რეზერვუარის გვერდზე ახალი რკინაბეტონის 500 მ3 მოცულობის რეზერვუარის მშენებლობას ასევე საქლორატოროს მშენებლობას და არსებული რეზერვუარის და საპროექტო რეზერვუარის დაკავშირებას ერთმანეთან ზიარჭურჭელის პრინციპით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ კასუმლოში 500 მ3 რეზერვუარის და საყარაულო საქლორატოროს შენობის მშენებლობისათვის 431 995 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 28 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები