თბილისი-სადახლოს მატარებლის აღდგენა ჯერ არ განიხილება
სადახლო-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელს პანდემიის შემდეგ მიმოსვლა არ განუახლებია.

„საქართველოს რკინიგზაში“ რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ მარშრუტის აღდგენაზე ჯერ საუბარი არაა.

მატარებლის აღდგენას მარნეულის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ითოხს. როგორც აქტივისტი არამ აკოპიანი ამბობს, ისინი იყვნენ პირველები, ვინც წითელსოფელში, მარადისსა და შულავერში ადვოკატირების კამპანია განახორციელეს. აქტივობა რონდელის ფონდისა და ნიდერლადების საელჩოს დაფინანსებით ჩაატარეს. არამი ამბობს, რომ მატარებლის აღდგენა მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებისთვის, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

სადახლო - თბილისის მატარებლი, რომელიც დღეში ორ რეისს ასრულებდა სარგებლობდნენ რკინიგზის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებლები. ბევრი ადამიანისთვის ეს იყო პროდუქტების თბილისში გაყიდვის ერთადერთი შესაძლებლობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები