სადახლოში ხიდის, შაუმიანში კი გზის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ხიდის რეაბილიტაცია, ხოლო შაუმიანში შიდა გზების (5 და 6 გზა) მოასფალტება იგეგმება.

ორივე პროექტის განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობა 187 692 ლარად გეგმავს. მერიის მერი გამოცხადებული ტენდერის თანახმად, სადახლოში არსებულ ხიდზე გათვალისწინებულია ბეტონის ფილის წინ გაჩენილი დაღრმავებების შევსება დიდი ზომის ქვებით.

„სარეაბილიტაციო ხიდი გაშენებულია მდინარე ბანოში სწყალზე. პროექტით გათვალისწინებულია კალაპოტში არსებული ბეტონის ფილის წინ გაჩენილი დაღრმავების შევსება დიდი ზომის ქვებით და ზემოდან კალაპოტის ფორმირების დროს ამოღებული ბალასტით შევსება. ხიდის დაზიანებული შუა ბურჯების გასამაგრებლად ეწყობა გარსაცმი ორმაგი არმირებით. გარსაცმის მოწყობამდე ბურჯებში გაჩენილი ღიობები(სიცარიელე) უნდა შეივსოს მონოლითური ბეტონით. გარსაცმის დასამაგრებლად ბურჯებზე უნდა გაკეთდეს ხვრელები, მოეწყოს 16მმ არმატურის ანკერები, რომელზეც დამაგრდება გარსაცმი" - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება სოფელ შაუმიანის პროექტს, გათვალისწინებულია სოფლის შიდა ტერიტორიაზე ექვსი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

„დღევანდელი მდგომარეობით სოფლის შიდა გზები, სადაც არ განხორციელებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენს პერიოდულად მოსახრეშ, გრუნტისა და ხრეშის ნარევის საფარის მქონე გზებს, რომლებიც წვიმის პერიოდში ტალახდება და პრობლემას და დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა არსებული გზების რეაბილიტაცია.“
- ვკითხულობთ ტენდერში.

სადახლოსა და შაუმიანისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 18-23 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები