მარნეულელმა გოგომ კრივში საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
მარნეულში 2008-2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ვაჟთა და გოგონათა შორის კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელებიც, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს.

„ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა, 48 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გოგონა მოკრივემ, ნარმინ ბაირამოვამ დაიკავა (პირადი მწვრთნელი: როიალ გარაბაღლი) ხოლო 42 კგ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა ზურაბი ქველაძე (პირადი მწვრთნელი-დავით ნავერიანი)“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

სპორტსკოლის განცხადების მიხედვით, ჩემპიონატი 20-25 თებერვალს ქალაქ მარნეულშ, „აზერბაიჯან ჰაუსის“ სპორტულ ცენტრში გაიმართა. ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია და მარენულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, ჩემპიონატის მხარდამჭერები კი არიან საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა.

სპორტული სკოლის განცხადებით, წელს ჩემპიონატზე მონაწილეობა 230-მა მოკრივემ მიიღო, რაც სპორტსმენთა უპრეცედენტო რაოდენობაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები