მარნეულში კაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
27 თებერვალს მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფორმაცია თავდაპირველად interpres.ge-მ გაავრცელა. ახალგაზრდა კაცს მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ის მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში თავად მივიდა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში განუცხადეს, რომ ახალგაზრდა კაცს მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მან კლინიკა მალევე, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები