მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაციამ ამოხეთქა
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭამ ამოხეთქა. საკანალიზაციო ჭა რუსთაველის 118 ნომერთანაა დაზიანებული. საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო რამდენიმე სილამაზის სალონს მუშაობაში ხელი ეშლება.

რადიო „მარნეულს“ ქალაქ მარნეულში მერის წარმომადგენელმა ელჩინ ჯაფარლიმ განუცხადა, რომ რუსთაველის ქუჩაზე არსებული საკანალიზაციო სისტემა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბალანსზეა. ჯაფარლის განმარტებით, კომპანიას დაზიანების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

რადიო „მარნეულს“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განუცხადეს, რომ მათ მიიღეს შეტყობინება დაზიანებასთან დაკავშირებით, ინფომრაციას გადასცემენ შესაბამის ჯგუფს და პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები