მერიამ მიუსაფარი ძაღლებისათვის სახლების დასამზადებლად 16 169 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მერიამ მიუსაფარი ძაღლებისათვის 130 სახლის დასამზადებლად 16 169 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიუსაფარი ძაღლებისათვის სახლების ზომა 80x75x80 - ზე უნდა იყოს. ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 23-28 მარტის პერიოდში შეეძლებათ.

მიუსაფარი ძაღლებისათვი სახლების შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 6 მარტს გახდა ცნობილი. საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის განმარტებით, სახლების იდეა მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ შეიმუშავა.

“იმედი მაქვს, რომ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ გამოკვებონ ეს ძაღლები. მთლიანობაში, სამხარეო მუშაობს რომ ქვემო ქართლის მხარეში გაკეთდეს ერთ-ერთი დიდი თავშესაფარი, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს. ეს საკითხი ყველას გვაწუხებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი მოგვარდება“.
- განაცხადა ამირან გიორგაძემ

მიუსაფარი ძაღლებისთვის ქოხების / სახლების დამზადების ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალი ამბები