6 წლის ბავშვი, რომელსაც მარნეულში გლანდების ოპერაცია გაუკეთეს თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთლიარში მცხოვრები 6 წლის ჯანან შარაევი გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით დღეს, 3 მარტს, მარნეულიდან თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ბავშვს 14 მარტს, მარნეულის ავერსის კლინიკაში გლანდების ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, ექიმებმა ის სახლში გაწერეს. 25 მარტს ჯანანს სისხლდენა დაეწყო დქ ოჯახმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ამბობენ, რომ ექიმებმა სახლში გაწერეს და უთხრეს, რომ ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

„თავიანთი ბრალია, ოპერაციის დროს ერთ-ერთი ძარღვი დააზიანეს და ახლა ვერ პოულობენ და ვერც ვერაფერს ვერ აკეთებენ. გუშინ საღამოსაც ჰქონდა სისხლდენა და აქ მოვყვანეთ. 6 წლის ბავშვს 2 ჯერ ნარკოზი გაუკეთეს. 1 თვის განმავლობაში ეს ბავშვმა 4 ჯერ იყო ნარკოზში. გუშინ ბავშვი გონზე რომ მოვიდა ვუთხარით კლინიკას, თბილისში გადავიყვანოთ და გვითხრეს ეს ჩვენი საქმე არ არისო. მამას ხელი მოაწერინეს. ცუდ მდგომარეობაში იყო მამა და არც იცოდა რას მიაწერა ხელი. მერე გვითხრეს დილამდე დაელოდეთო“ - ამბობს ლალა ბინატოვა.

ბავშვის ახლობელი ნიჰად ბინატოვი აცხადებს რომ კლინიკამ უყურადღებობა გამოიჩინა.

„ამ კლინიკაში ათასი კაცი შემოდის, აქ სასაკლაო კი არ არის, ეს ადამიანის სიცოცხლეა. სახელმწიფომაც ყველამ უნდა იცოდეს რომ ადამიანის სისცოცხლე ასე იაფი არაა. ერთ კბილს ამოიღებ ეგრევე ანალიზებს იღებენ და ეგენი რას აკეთებენ. ამდენი მარნეულის ხალხი იმიტომ დადის თბილისში ექიმთან. აქ საავამდყოფო რომც იყოს ექიმები არ არიან. ეს სახლმწიფოს, ასევე კლინიკის ბრალია. ფულის გამო ექიმები ყველაფერს აკეთებენ. 20 დღეა ოპერაცია გაკეთდა და ახლა სისხლდენა დაიწყო, ეგ არასწორია“.

ნიჰად ბინატოვის თქმით, სისხლდენის შემდეგ ექიმთან წაიყვანეს ბავშვი, თუმცქ ექიმის კლინიკაში არყოფნის გამო სახლში დაბრუნდნენ.

„ასე როგორ შეიძლება, ეს საავადმყოფოა/ სასწრაფოს ვურეკავთ დრო არ აქვთ. ეს ხელისუფლება რას უყურებს?! ეს პირველ რიგში სახელმიწფოს, მერე კლინიკის და ექიმის ბრალია“ - ნიჰად ბინატოვი აცხადებს.

ავერსის კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზები მათთვის უცნობია.

“20 დღის წინ გლანდების ოპერაცია გავაკეთეთ. კარგად იყო და გაიწერა სახლში. 20 დღის მერე სისხლდენა დაიწყო. მიზეზი არ ვიცით რა არის. შეიძლება დიეტა არ დაიცვეს. ასე ხდება ხოლმე ოპერაციის მერე. მაგრამ 20 დღე ცოტა დაგვიანებულია. იაშვილის კლინიკაში გადავიყვანეთ. აქ ოპერაცია გაკეთდა სისხლდენა შევაჩერეთ. მერე ისევ დაიწყო. ამიტომ სასწრაფოთი გადავიყვანეთ იაშვილში” - ამბობს ექიმი, დავით კებრიშვილი

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სოფელ ქუთლიარში მცხოვრები 12 წლის მოზარდი მსგავსი სიტუაციის გამო დაიღუპა.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები