მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს ამირან გიორგაძე აღარ უხელმძღვანელებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საბჭოში 12 აპრილს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ია ესებუამ დღეს 15 აპრილს განაცხადა, საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი ამირან გიორგაძის წინასაარჩევნო პროცესში ინტენსიური ჩართვისთვის გადაწყდა.

საბჭოს ია ესებუა უხელმძღვანელებს. მას შემდეგ, რაც საკითხს განსახილველად და დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ.

"საბჭოზე გავიტანეთ საკითხი. თავმჯდომარე შეიცვლება და ერთი წევრი დაგვემატება კიდევ. ბატონი ამირანის ნაცვლად ვიქნები მე, დებულებაში ცვლილება შევიტანეთ. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელია და ბატონი ამირანი პარტიის ხელმძღვანელი გახლავთ (მარნეულში), ბევრი სამუშაო აქვს და ურჩევნია რამე მშრალად შესრულებული რომ არ გამოვიდეს, ამ ეტაპისთვის მე ვიყო ხელმძღვანელი." - თქვა ესებუამ.

12 აპრილს გამართულ გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე საუბარი შეეხო ახალ პროგრამასაც, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება.

ია ესებუას თქმით, პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაზეა მიმართული და მის შესახებ მეტი დეტალები უახლოეს მომავალში, საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი.

(გარეკანის ფოტო: მარნეულის საკრებულო)

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები