მარნეულის რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე 11 კანდიდატი დარეგისტრირდა
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა. საბოლოო მონაცემებით რესურსცენტრის ხელმძღვანელობა 11 ადამიანს სურს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დირექტორის მოვალეობას წლებია ალი გახრამანოვი ასრულებს. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, მიიღებს თუ არა ის კონკურსში მონაწილეობას.

ალი გახრამანოვის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას მარნეულის ამჟამინდელი მერი, კენან ომაროვი, 5 წლის განმავლობაში იკავებდა.

კონკურსზე არსებული აუცილებელი მოთხოვნებია:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
  • სავალდებულოა განათლების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
  • სავალდებულოა სახელმწიფო ენის ცოდნა.
სასურველი მოთხოვნები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
  • გუნდის განვითარების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება
ანაზღაურება: 2394 ლარი

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები