მარნეულის ცენტრალურ ხიდზე ხანძარი გაჩნდა
ქალაქ მარნეულში მდებარე დურმუშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი 15 აპრილს, 19:00 საათზე, გაჩნდა.

თვითმხილველების თქმით, ხანძარის დროს გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე - 112 დარეკეს, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა.

ვარაუდობენ, რომ ხანძარი მოკლე ჩართვის გამო მოხდა.

ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ხიდის ქვეშ გამავალი ტელეკომუნიკაციის ხაზები დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში დურმუშხან მაღალაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. ხიდი სარემონტო სამუშაოების შემდეგ 12 თებერვალს გაიხსნა. სარემონტო სამუშაოები შპს ირლანმა 1 878 33 ლარად განახორციელა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები