მარნეულის გარკვეული ტერიტორიები კალიების საწინააღმდეგო ხსნარით შეიწამლა
სურსათის ეროვნული სააგენტო, აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის ,,მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, დამუშავებულია 25 ათას ჰექტრამდე ფართობი.

შეწამვლითი სამუშაოები ტარდება მარნეულის მუნიციპალიტეტშიც. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, მირანგულა ლიპარტელინი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, წლებია მსგავსი სახის სამუაოები მარნეულის მუნიციპალიტეტში სეზონურად ტარდება. მაისის თვიდან აგვისტოს თვემდე იმ ტერიტორიებს ამუშავებენ, სადაც მავნებებელი კალიების დასაშვებ რაოდენობაზე მეტი იკვეთება.

"ეს არის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული და ვიდრე სამუშაოები დაიწყება ხდება მონიტორინგი და შეფასება იმის შემდეგ ხდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმება, მოსახლეობას შეტყობინებები ეგზავნებათ და ჩვენი თანამშრომლები სპეციალური მანქანებით ახდენენ ტერიტორიების შეწამვლას და დამუშავებას. სიტუაცია, ზოგადად კონტროლს ექვემდებარება. იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაწუხებენ წელს (კალიები). წამოლობები ახლა ლოკალურად ხდება. იქ, სადაც კერები“ - თქვა მირანგულა ლიპარტელიანმა

კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, მცირდება მავნებლის რაოდენობა და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანების ფაქტები.
აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია საშიში მავნებელი იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები