„დაახლოებით ისეთივე სისტემაა როგორც პროპორციული“ - აზერ სულეიმანოვი საპარლამენტო არჩევნების ცვლილებებზე
„დაახლოებით ისეთივე სისტემაა როგორც პროპორციული. 120 პროპორციული იქნება, ხოლო 30 მაჟორიტარული. დიდი ლაპარაკის შემდეგ შეთანხმება მოხდა ოპოზიციასა და მთავრობას შორისს, მაგრამ ახლა მთავრობამ ეს ინიციატივა პარლამენტში უნდა შეიტანოს და მხოლოდ მას შემდეგ შევწყვეტთ ბოიკოტის რეჟიმს და დავბრუნდებით პარლამენტში“ - ასე აფასებს მარნეულელი პარლამენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს.

სულეიმანოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას
განაცხადა, რომ დღეს, 9 მარტს, მმართველმა პარტიამ პარლამენტში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა დაარეგისტრიროს, რის შემდეგაც „ენმ“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და კვლავ პარლამენტში დაბრუნდება.

მარნეულელმა პარლამენტარმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ იყრის კენჭს „ენმ“-დან მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატად.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულში ორი მაჟორიტარული ოლქი იყო გახსნილი. საპარლამენტო არჩევნების ცვლილების შემდგომ კი მარნეულს მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული წესით, მაგრამ მაჟორიტარი და პროპორციული დეპუტატების შეცვლილი რაოდენობით ჩატარდება.

120/30-ზე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის შეთანხმებით, ასე გადანაწილდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები