პარტია „ენმ“-მ ზაზა აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის მიერ მარნეულელებზე გაკეთებული კომენტარისა და შეურაცხყოფის გამო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.



„ენმ“-ს მარნეულის ოფისის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დღეს 4 მაისს, 15:00 საათზე მთავარ პროკურატურაში ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და „ენმ“-ს სახელით განცხადება შეიტანეს.

„ზაზა აბაშიძეს შეურაცხმყოფელი აზრები ჰქონდა. ეს კომენტარები საქართველოს მოქალაქეებს, ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს
შორის რაიმე დაპირისპირების მიზნითაა დაწერილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება შესაბამისი ორგანოების მიერ, მთავარი პროკურატურის, მიერ უნდა იქნეს შესწავლილი და საქმეც უნდა აღიძრას. ეს არაა ჩვეულებრივი განცხადება. ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ დაახლოებული პირია და ასევე, რუსეთის ინტერესებს იცავს. ვიმედოვნებთ, რომ პროკუტატურა ამასთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებს“
- განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა (ზაალ) აბაშიძე, facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით წერს: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!" ამის შესახებ ინფორმაციას“ ტაბულა“ ავრცელებს. მოგვიანებით ზაზა აბაშიძემ კომენტარის სახით კვლავ დაწერა:

"კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზეერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას“ სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო ზაზა აბაშიძის პოსტიდან მოხსნას ითხოვს.



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები