რატომ არ უნდა უწოდო დიასპორა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნის გამო დღეს, 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ ეთნიკურად აზერბაიჯანელმა საქართველოს მოქალაქეება აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიერ ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვა დაგმეს.

მათ, ფეისბუკზე ერთგვარი „ჩელენჯიც“ კი წამოიწყეს. მაგალითად, პლატფორმა „სალამის“ წევრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ფოტოს წარწერით #მე დიასპორა არ ვარ და საკუთარ გვრდზე ოთხ ფეისბუკ მეგობარს „თაგავენ“ (მონიშვნა).

„რონდელის“ ფონდის მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე რადიო „მარნეულს“ პარლამენტის მიერ საქართველოს ეთნიკური უმცირესოებების დიასპორასთან გაიგივების პრობლემურობაზე ესაუბრა.

„ზოგადად დიასპორა, თვითონ სიტყვა, განიმარტება როგორც საზოგადოება რომელიც ცხოვრობს ერთ-ერთ ქვეყანაში, მაგრამ მისი წარმომავლობა და დაბადების ადგილი და ფესვები დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოსთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები შესაძლოა საუკუნეების წინ რომელიღაც სხვა რეგიონიდან ყოფილიყვნენ წარმომავლობით. ეს არანაირად არ ჯდება დიასპორის კრიტერიუმში. მითუმეტეს აზერბაიჯანული თემი საქართველოში სულ ცოტა 1600, 1500-იანი წლებიდან ფიქსირდება, როგორც ადგილზე არსებული თემი. შესაბამისად ბევრმა ისტორიულმა პროცესმა გაიარა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. მეტიც, საქართველოს აზერბაიჯანელები არის ერთ ერთი ის ერი, ერთ-ერთი იშვიათი მუსულიმთა ერთაგან, რომელიც ზედიზედ მინიმუმ 4-5 საუკუნე ცხოვრობს ქრისტიანულ ქვეყანაში“.

კვახაძის განმარტებით, ტერმინის „დიასპორა“ გამოყენება იმ აზერბაიჯანელების მიმართაა შესაძლებელი, რომლებიც წარმოშობით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან არიან, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში არიან გადმოსახლებული, ხოლო ამ ტერმინის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, პანკისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით გამოყენება არ შეიძლება და უადგილოა.

„ეს არის კავკასიის და დიასპორის კომიტეტი. სამწუხაროდ კავკასიის მიმართულებით, 2012 წლის მერე, იქ ფაქტიურად სამუშაობი არ მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ცდილობენ არ გააღიზიანონ რუსეთი. რადგან ძირითადად მუშაობა ჩრდილო კავკასიის ხალხზე მიმდიდნარეობდა. თუმცა აქაც არ ჯდება ეს საკითხი, რადგან ჩრდილო კავკასიურ ხალხებზე იყო მუშაობა, ვინც ცხოვრობდა ჩეჩნეთში, დაღესტანში, ინგუშეტში და. ა.შ. და საქართველოში მცხოვრები უმცირესობები ამ კონტექსტში ვერ ჯდებიან, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. დისაპორა იმიტომ კი არ დაერქვა რომ საქართველოში მცხოვრები დიასპორებთან ემუშავა არამედ საქართველოდან უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მეიხედათ და ქართველების პრობლემებით უნდა დაინტერესდეს. ზოგადად უფუნქციო იყო ეს კომიტეტი დიდიხანი. მიდიოდა საუბარი მის გაუქმებაზე და ახლა იფიქრეს, რომ მოდი რაღაცა ფუნქცია შევუძინოთ ამასო და ამიტომაც გადაწყვიტეს ასეთი ფუნციის დამატება რომელიც, რა თქმა უნდა, ფუნქციურადაც არ შეესაბამება და გარკვეულ პობლემასაც ქმნის“. - განაცხადა ალექსანდრე კვახაძემ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ დროულად გააუქმოს მისი გადაწყვეტილება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე უმცირესობათა საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ და ასევე, საკონსულტაციო საბჭოს მანდატის, კომპეტენციების, შემადგენლობის საკითხი დემოკრატიული კონსულტაციების პროცესის ფარგლებში დაგეგმოს, სადაც ჩართულები იქნებიან ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, ასევე სხვა ექსპერტები და ადამიანის უფლებათა აქტორები.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები