სიახლე
უნდა იყოს პენსია პრეზიდენტისთვის, მაგრამ მე არ ვაპირებ შეთავაზებას – ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირები საპრეზიდენტო პენსიით უნდა სარგებლობდნენ, თუმცა აცხადებს, რომ თავად ამ ინიციატივას არ დააყენებს.

ამ თემაზე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა, სადაც ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ airbnb-ზე კოტეჯის გაქირავების შესახებ ჰკითხეს.

“ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა მე არასოდეს ვყოფილვარ ბიზნესში, ამიტომ სასტუმროს ბიზნესი არ არის ჩემი მომავალი. თუმცა ეს ძალიან დემოკრატიულია, რომ პრეზიდენტი ამჟამად იღებს სტუმრებს”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა ეს ფაქტი მესიჯი, რომ საქართველოს არ აქვს საპენსიო სისტემა ყოფილი პრეზიდენტებისთვის.

“არ არსებობს [ასეთი სისტემა]. ეს არის პარლამენტისთვის და ეს არ არის პრეზიდენტისთვის. რატომ, მე არ ვიცი. ადრე, მათ შორის სააკაშვილის დროს, პრეზიდენტები ბევრ ფულს აკეთებდნენ და მათ არ სჭირდებოდათ პენსია. ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება იმ ცვლილებებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ყოფილი პრეზიდენტი კითხულობს ლექციებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ალბათ უნდა იყოს პენსია, მაგრამ მე არ ვაპირებ ასეთი წინადადების შეთავაზებას, რადგან ყველა იფიქრებს, რომ ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია