მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ მაღალი სიცხით ერთი პაციენტი შეიყვანეს

დღეს, 23 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ დაახლოებით 17:20 წუთზე ერთი პაციენტი, მაღალი სიცხით, მარნეულიდან, ხოლო 17:50 წუთზე ორი პაციენტი ბოლნისიდან შეიყვანეს.

როგორც რადიო „მარნეულს“ „ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმმა-რეანიმატოლოგმა თეა ზარიძემ უთხრა, ბოლნისელ პაციენტებს დაბალი სიცხე აქვთ.

„ერთ პაციენტთან (მარნეულელთან) არის მაღალი ცხელება 39,2 გრადუსი. პაციენტი ჩვენთან გადის მკურნალობას და მოთავსებულია ცალკე. ახლა ველოდებით ლაბორატორიის წარმომადგენლებს, რომლებიც კორონავირუსზე კვლევას ჩაატარებენ“ - გვითხრა თეა ზარიძემ.

54 წლის პაციენტს მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ დაახლოებით 10 დღის წინ ის რუსეთიდან დაბრუნდა. ექიმის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პიროვნებასთან არც ბოლნისელ პაციენტებს ჰქონიათ კონტაქტი, მათ არც მოგზაურობის ისტორია აქვთ.  ახალ კორონავირუსზე ტესტს სამივეს გაივლის.

22 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალი“ სრულ კარანტინში გადაიყვანეს. საავადმყოფოში ამ დრომდე 30-მდე ადამიანი, მათ შორის ექიმები, მედდები და პაციენტები რჩებოდნენ. დღეს, 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები