სიახლე
31 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ელექტრონული დაჯავშნის სერვისი განახლდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 31 მაისის დილის 9 სააათიდან განახლდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი. ამ დრომდე მომსახურების სააგენტოში მხოლოდ პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება იყო შესაძლებელი მათთვის, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა.

უწყების განცხადებით, მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია