სიახლე
ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა „აგროკომპლექსი“ გაიხსნა - ინვესტიცია 2.1 მლნ ლარი
ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა „აგროკომპლექსი“ გაიხსნა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „აგროკომპლექსი“ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1, 500,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შპს „აგროკომპლექსის“ თანაინვესტირებით (113 000 აშშ დოლარი) 1 440 მ2 ფართზე აშენდა შენობა და დამონტაჟდა ტენიანობისა და ვენტილაციის მარეგულირებელი სისტემა.

„აგროკომპლექსის“ სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით (74 786 აშშ დოლარი) შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა ათასი ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.

საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 პირი. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.
ახალი სამაცივრე მეურნეობა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა და USAID-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ დანაპირების შესრულებაა კიდევ ერთი ახალი საწარმო. ქვეყანაში უკვე 200 ერთეულს აჭარბებს სამაცივრე და გადამმუშავებელი საწარმოების რაოდენობა. ახალი საწარმოს გახსნით, ქვემო ქართლის მოსახლეობა, ფერმერები მიიღებენ დამატებით სარგებელს, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა ხანიშვილმა.

წყარო: ბმ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია