საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც 2-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით
გაიზარდა და 953 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობაც 2-ით გაიზარდა და 830 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.