404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
თუ კობიაშვილი, სუბარი, ქადაგიშვილი ვერ მოიგებენ არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან – კობახიძე
„თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან – ეს არის კობიაშვილი – გლდანში, სუბარი – სამგორში და ქადაგიშვილი – თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში – რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან, საპირისპიროს შემთხვევაში ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„იმავეს აკეთებს „მთავარი არხი“, რასაც აკეთებდა წინა არჩევნების შემთხვევაში როდესაც აქვეყნებდა გაყალბებულ მონაცემებს. მაგალითად გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის კვლევის, რომლის მიხედვითაც თითქოს, მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს და თან იგებენ ირველ ტურში, მე მატივად მინდა გითხრათ ერთი რამ,- თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, ეს არის კობიაშვილი – გლდანში, სუბარი – სამგორში და ქადაგიშვილი – თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში, თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან, რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს გენპროკურორს ნიკა გვარამაის, თუ საპირისპირო მოხდება, ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

წყარო: publika.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია