საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი
გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა,
- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 260
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა
რაოდენობა ჯამში 147 636-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.