რუსთავში 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა [video]
რუსთავში 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

კოსტავას გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის კვეთაზე, გზაჯვარედინზე, ერთმანეთს "ჰიუნდაის", "ჰონდას", "ტოიოტას" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

შეჯახების შემდეგ "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაზონის რკინის ჯებირი მოგლიჯა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, მათი გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტსოსაგზაო შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები