გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა -
სამივე დაშავებული ექიმია.
არსებული ინფორაცმიით, ექიმები "ჰონდას" მარკის კერძო
ავტომობილით გორიდან წეროვანის მიმართულებით
გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც "მერსედესის" მარკის მანქანა
შეეჯახათ.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული ექიმები
სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით კასპის
საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით,
სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია.
"მთავარი არხს" შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე ფაქტზე გამოძიება
სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
წყარო: mtavari.tv