უსინათლოების მიერ დანახული პრობლემები - დღეს „თეთრი ხელჯოხის დღე“ აღინიშნება
15 ოქტომბერს მსოფლიოში ,,თეთრი ხელჯოხის“ საერთაშორისო დღე აღინიშნება. თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების სიმბოლოა, რომლიც მათთვის დამოუკიდებლად ცხოვრების ატრიბუტია. რა ღონისძიებები ტარდება საქართველოში და მარნეულში, შშმ პირების და კონკრეტულად უსინათლო ადამიანებისთვის ამ თემაზე რადიო მარნეულის ეთერში სურიკ ჩიჩიანმა საავტორო გადაცემაში ,,მნიშვნელოვანი დეტალი“ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრა. შაბან მამედოვის და ანა სიხაშვილის განმარტებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტერგაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, თუმცა ამ კუთხით სამუშაო კიდევ ბევრია, ნაბიჯები უნდა გადაიდგას განათლების, ინფრასტრუქტურის და სხვა კუთხით, რაც შშმ პირებს უფრო დაეხმარება დამოუკიდებლობაში. უსინათლოთა თემის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების მიდგომებზეც, მათი თქმით ძალიან ცოტა პოლიტიკური პარტია აქცევს ყურადღებას შშმ პირთა საჭიროებებს.

“ სახელმწიფო კრიზისები და პრობლემები იმდენად სენსიტიურია, რომ ამ ყველაფერს ემატება შშმ პირების პრობლემები, არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები, მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლება,ზოგადად განიხილავენ შშმ პირების პრობლემებს, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ არ განიხილავნ. აუცილებლლად უნდა დაინტერესდნენ, მხოლოდ ზოგადი სიტყვებითარუნდა გამოიხატებოდეს მათი ინტერესი, რადგან შშმ პირებმა კარგად იციან მათი ინტერესები და საჭიროებები. ვერ ვიტყვი რომ შშმ პირებს ზე აღმატებული ადაპტირება გვაქვს საქართველოში და განსაკუთრებით მარნეულში, არის საზოგადოების ცნობადობის დაბალი დონე, ტროტუარებზე მანქანებს აჩერებენ და ასე შემდეგ.“- გვითხრა მამედოვმა

სახელმწიფოში რთული მდგომარეობაა და შშმ პირთა მდგომარეობაზე ძალიან ცოტა ადამიანი იწყებს საუბარს, ძალიან ცოტა პოლიტიკური პარტია აქცევს ყურადღებას შშმ პირთა საკითხებ, რაც გულდასაწყვეტია. მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, რომ საჭირო არის ჩვენთან კომუნიკაცია, რადგან ჩვენც ვართ ამომრჩეველი და ჩვენი ხმაც მნიშვნელოვანია.“- განაცხადა ანა სიხაშვილმა.



უსინათლოთა კავშირის წევრებმა თეთრი ხელჯოზის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მისი გამოყენება საკმაოდ რთულია, რადგან ამისათვის შესაბამისი გარემო არარის შექმნილი.

„ადაპტირების კუთხით ვიტყვი, რამდენიმე პანდუსს გააკეთებენ, ამბობენ, რომ უსინათლოებისთვის რამეს აკეთებენ, მაგრამ ეს ასე არარის. თეთრი ხელჯოხის მნიშვნელობაზეც მეუბნებიან ხოლმე, ვიცი თუ არა გამოყენება, კი ვიცი, როგორ უნდა გამოვიყენო, მაგრამ ეს არარის საკმარისი, რადგან ადაპტირებული გარემო უნდა იყოს ,მოწესრიგებული ტროტუარი, ადაპტირებული ტრანსპორტი თუ არაა შეუძლებელია დავარქვათ ადაპტირებული გარებო, ბევრი კომპონენტი არის გასათვალისწინებელი.“- თქვა სიხაშვილმა

შაბან მამედოვმა შშმ პირებისთვის, განათლების მიღების კუთხით შექმნის პრობლემებზეც ისაუბრა, მისი თქმით უნივერსიტეტებს, შესაბამისი დეტალები უნდა ქონდეთ გათვალისწინებული.

მარნეულში შშმ პირებთან ხდება ხოლმე შეხვედრები, სადაც ძირითადად აქცენტი შშმ პირებისთვის პენსიის გაზრდაზე, ფულზე კეთდება. თუმცა განათლების სისტემაზე მინდა ვთქვა, მე როცა უნივერსიტეტში შევდივარ მექმნება პრობლემები და მიწევს გარკვეული საკითხების ახსნა ლექტორებისთვის, შემდეგ იცვლება ლექტორი, მე არუნდა მჭირდებოდეს თქმა ვიყენებ პროგრამას რომელსაც უსინათლოები იყენებენ და ა.შ. სხვადასხვა შშმ პირისთვის, უნდა იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა დეტალი, უნივერსიტეტის მხრიდან.“ - თქვა მამედოვმა

შაბანმა, ანამ და სურიკმა არაერთ პრობლემაზე ისაუბრეს, რომელიც შშმ თემს ექმნება, პენსიაზე რომელიც მათი საპენსიო ასაკთან ერთად უნდა იმატებდეს როგორც ევროპულ ქვეყნებში და არ უნდა რჩებოდეს მხოლოდ შშმ პირის პენსია მაშინ როცა მოქალაქე საპენსიო ასაკისაა, ასევე საზოგადოებაში ინფორმაციულ ვაკუუმზე, არასწორ შეფასებებზე ,, ვაიმე საწყალი“ და ა. შ. მათი განმარტებით.



სწორედ მსგავსი მიდგომები ახდენს გავლენას ზოგიერთ ადამიანზე, რომელსაც საზოგადოებაში გამოჩენის სურვილი არაქვს.

შშმ პირთა თემისთვის, ბევრი პრობლემა იკვეთება, მაგალითად საზოგადოების ინფორმაციული ვაკუუმი, არასწორი შეფასებები ,,ვაიმე საწყალი და ა.შ.“ არის გადაადგილების პრობლემა, არაადაპტირებული გარემო. ასეთი პრობლემები შშმ პირს იძულებულს ხდის სახლში დარჩეს, ზოგს გარეთ გასვლა არუნდა და ამას ბევრი საფუძველი აქვს.“- თქვა ანამ

სურიკ ჩიჩანმა საზოგადოების არასწორ შეხედულებებზე ისაუბრა და მაგალითიც მოიყვანა რომელიც პირადად მას შეემთხვა.

მქონდა შემთხევა, ვიყავი ერთ ადამიანთან მისული, მოვიდა პიროვნება და ვისთანაც სტუმრად ვიყავი მას ეკითხება ჩემზე, როგორ დადის და შენამდე როგორ მოვიდაო, ამის შემდეგ მე ვუთხარი ამ პიროვნებას მე თვალით ვერ ვხედავ თორემ სმენა კარგი მაქვსთქო’’ გაოცებული დარჩა და მომიბოდიშა.“ - თქვა ჩიჩიანმა

შაბან მამედოვმაც გაიხსენა მსგავსი სიტუაცია.
ერთხელ იუსტიციის სახლში ვიყავი პირადობის მოწმობისთვის,მამაჩემი მახლდა და მამაჩემს ეკითხებიან რა ქვიაო ჩემზე. მე თუკი მივესალმე მათ ესეიგი საუბარიც შემიძლია თუმცა მაინც მამაჩემს კითხეს. რამენაირად სახელწიფოს უნდა გავაგებინოთ, რომ მხოლოდ სამედიცინო საჭიროებები არარის საჭირო შშმ პირებისთვის, უნდა მოხდეს თითოეული შშმ პირთად გასაუბრება და ინდივიდუალური საჭიროებები დაუნიშნონ, ესა არის ყველაზე საჭირო რაც უნდა მოხდეს“ -განმარტა შაბანმა.

უსინათლოთა კავშირის წევრებმა განმარტეს, რომ შშმ პირებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი არის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, მეტი სერვისი გაჩნდეს როგორც ინფრასტრუქტურული ასევე საგანმანათლებლო კუთხით რადგან სხვაზე დამოკიდებულება დისკომპორტს ქმნის. ისაუბრეს პანდემიის და ვაქცინაციის შესახებაც, მათი თქმით ვაქცინაცია არის აუცილებელი ყველასთვის, შშმ პირებისთვის, მითუმეტეს უსინათლოებისთვის, რადგან ისინი ძირითადად ხელის შეხებით გადაადგილდებინ და ინფექციის გადამტანები არიან.

კოვიდ აცრა არის ძალია მნიშვნელოვანი და სახელწიფომ საზოგადოების ინფორმაციულობისთვის სწორი კამპანია უნდა გაკეთოს. უსინათლოები არიან კარგი გამავრცელებლები საზოგადოებაში რადგან ჩვენ ყველაფერს ვეხებით ხელით და მარტივად გადამტანები ვართ, ამ ინფექციის და ამიტომ ვფიქრობ შშმ პირები აუცილებლად უნდა აიცრან დაიცვან საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა. მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან.“- განმარტა ანა სიხაშვილმა


აღსანიშნავია, რომ მარნეულში შაბან მამედოვი და სურიკ ჩიჩიანი პირველი შშმ პირები არიან, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

15 ოქტომბერს, თეთრი ხელჯოხის დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია