2021 წელს მარნეულში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება არ იგეგმება
მარნეულში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 50 თეთრით გაძვირდა. საუბარია სამარშრუტო ტაქსებზე, რომლის ღირებულებაც აქამდე 2.50 ლარი იყო. იმ ფონზე, როდესაც საწვავის ღირებულება დღითიდღე იზრდება, რადიო „მარნეული“ დაინტერესდა ხომ არ იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაც. როგორც მერიის ბალანსზე მყოფ შპს „ავტოპარკში“ განმარტავენ, ფასების გაზრდა იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე - არა.

„ჯერ არ გვაქვს შეთანხმებული როდიდან გავზრდით ფასებს. სხვადასხვა ხაზზე სხვადასხვა ფასი იქნება, ზუსტად რამდენი, ამის თქმა ჯერ არ შემიძლია. სავარაუდოდ, ნაახალწლევს მოიმატებს“ - ამბობს „ავტოპარკის“ ხელმძღვანელი გიგა ჯალაღონია.

ინფორმაცია გადავამოწმეთ მარნეულში მომუშავე კიდევ ერთ „შპს“-სთან. „ექსპრეს ტურისტი“, კერძო სატრანსპორტო კომპანიაა. ხელმძღვანელი, იური სამხარაძე ამბობს, რომ ფასების მომატებას ჯერჯერობით არ გეგმავენ.

„ჯერ არ ვგეგმავთ. ვნახოთ, შევხედავთ სიტუაციას. ამ ეტაპზე, არაფერი იგეგმება“


მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში გვპირდებიან, რომ 2021 წლის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური არ მოიმატებს.

ამავე თემაზე: "300 ლარი მყოფნიდა თვეში, ახლა 500 ლარი მინდა" - მარნეულელები საწვავის გაძვირებაზე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები