"300 ლარი მყოფნიდა თვეში, ახლა 500 ლარი მინდა" - მარნეულელები საწვავის გაძვირებაზე
პრემიუმი 3.27ლარი, ევრო რეგულარი 3.15ლარი, ევრო დიზელი 3.17 ლარი - ეს 5 ნოემბრის საწვავის ფასებია მარნეულის „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე. გალფი ერთადერთი არაა, სადაც ფასებმა მოიმატა, გაძვირებულია საწვავის ღირებულება სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც“ მარნეულის „ვისოლის“ წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფასების მომატება ბოლო ერთი კვირაა შეიმჩნევა და თითქმის ყოველდღიურად იზრდება

„თითქმის ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს იმატებს. ხან ორი თეთრით, ხან სამი თეთრით ემატება. სამი დღის წინ ვიყავი აქ და დღეს კიდევ მოუმატია„ - ამბობს „ვისოლის“ წარმომადგენელი

„გუშინწინ (3 ნოემბერი) ორი თეთრით მოიმატა ჩვენთან საწვავმა. დაახლოებით ბოლო ორი კვირაა, რაც იმატებს ფასები. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ, ყველაზე იაფი რეგულარი ღირდა 2.99 იყო ფასი“ - ამბობს „გალფის“ წარმომადგენელი

„ბენზინი წინა კვირას 2,60 იყო დღეს 2.80 გახდა. დღითი დღე იზრდება ფასი. მე თვითონ აქ ვმუშაობ ბენზინგასამართ სადგურზე. ახლა კიდევ უნდა გაზიარდოს და 3 ლარი უნდა გახდესო. 2,80 ღირს ყველაზე იაფი ბენზინი. 3,06 ლარი კი კარგი ბენზინია. მდგომარეობა ცუდადაა. 10 ლარად 3 ლიტრა ბენზინს ასხავენ. 300 ლარი მყოფნიდა თვეში საწვავზე და ახლა თვეში 500 ლარი მინდა. ბოლნისიდან დავდივარ აქ ყოველდღე“ - ამბობს „ლუკოილის წარმომადგენელი ჯეიხუნ ბაბაევი



გარდა ბენზინგასამართ სადგურებზე დასაქმებულებისა ფასების ზრდაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. ამბობენ, რომ საწვავის ჩასასხმელად მისულებს ყოველდღიურად ორი ან სამი თეთრით მეტის გადახდა უწევთ. ეს მაში, როდესაც ქვეყანაში ფასები სხვა პროდუქტებზეცაა გაზრდილი.

„მიუხედავად იმისა, რომ არ მიწევს შორი გზის გავლა სამსახურიდან სახლამდე, ჩემთვის მაინც ძვირადღირებული სიამოვნება გახდა მანქანით სადმე წასვლა. რადგან დიდი ხარჯებს უკავშირდება. წარმომიდგენია, ვინც სოფელიდან სოფელში ან ქალაქიდან ქალაქში დადის მათთვის საერთოდ შეუძლებელი იქნება ცხოვრება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედარებით იაფია, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანს ლოდინის და დროის კარგვა არ შეუძლია, გარდა ამისა პანდემოიიდან გამომდინარე საფრთხის შემცველიცაა, თუნდაც გაჭედილი მარშუტკები და ავტობუსები. იმ ფონზე, როცა ეკონომიკურად ყველას უჭირს, საწვავის გაიაფება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. იმდენად მაღალი ფასია, რომ შეუძლებელია ადამიანმა ხელფასი ყველაფეზე გაანაწილოს რაციონალურად“ - ამბობს მაკა მენთეშაშვილი

„მე მანქანა ბენზინზე მყავს, არ შემიძლია გაზზე გადავიყვანო. რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი მიჯდება. 1 ლიტრი საწვავის ფასი თითქმის დოლარს გაუტოლდა. მანქანა მართლა აღარ არის ფუფუნების საგანი და აუცილებელია, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება. სახელმწიფო არაფრის ფასს აკონტროლებს“

როგორც ერთ-ერთი საწვავის მომხმარებელი მეც უკმაყოფილებას გამოვხატავ ფასების დღითიდღე გაზრდაზე. ნამდვილად უნდა გაიაფდეს“

„ძალიან ცუდია. ხელფასს არ გვიმატებენ, ბენზინს როგორ ვიყიდი. თან პატარა ბავშვი მყავს და უმანქანოდაც ვერ ვიქნები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით კიდე ვერ ვისარგებლებ პანდემიის გამო. მარტო ბენზინი?ყველაფერი გაძვირდა როგორ უნდა ვიარსებოთ არავინ არ ფიქრობს“ - ამბობს მოსახლეობა


აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თვეების მიხედვით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, ყველა კომპონენტი მზარდია, როგორც წარმოება, ასევე ექსპორტი, იმპორტი, შიდა მიწოდება და განსაკუთრებით დიდია მარაგების ზრდა.

კერძოდ 2021 წლის ივლისში წარმოებამ 1.3 ათასი ტონა შეადგინა აგვისტოში კი 4.3 ათასი ტონა. იმპორტი 11.9 ათასი ტონით გაიზარდა, თუ ივლისში საქართველოში 132,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში მოცულობამ 144,3 ათასი ტონა შეადგინა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები