ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა
ამოიყვანეს.
გარდაცვლილი ქუთაისში პროზექტურაში გაასვენეს.
შეგახსენებთ, მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი
ერთ-ერთი პირი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს და საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში მიწის მასა
ჩამოიშალა და შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანი მოექცა.