1-ლი დეკემბრიდან რუსულ 1 ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახდელი 80,8 დოლარამდე იზრდება
1-ლი დეკემბრიდან რუსულ 1 ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახდელი იზრდება. ახალი ფასით გადასახდელი 80,8 დოლარამდე გაიზრდება, მაშინ როცა დღეს მოქმედი გადასახდელის ოდენობა არის 78,3 დოლარი.

65,3 დოლარიდან 68,3 დოლარამდე გაიზრდება გადასახდელი ქერზე, ხოლო სიმინდზე - არსებული 53,6-დან 54,3 დოლარამდე.

ახალი ფასი იმოქმედებს 7 დეკემბრამდე.

ცნობისთვის, რუსეთში ბურღულეულის ე.წ. დემპფერული გადასახდელი მოქმედებს, რომელიც მარცვლეულზე არსებული ფასის მიხედვით ყოველკვირეულად განსაზღვრავს მის საბაჟო გადასახდელს.

ამ დროისთვის რუსულ ხორბალზე ფასი 315,5 დოლარია ტონაზე, ქერის ფასი 282,6 დოლარია, ხოლო სიმინდის 262,7 დოლარი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია