დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომაზე საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგზე იმსჯელებენ. ამასთან, ბიუროს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარედგინება, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გაუგზავნა.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები