ვრცელდება კადრები – პოლიციელი ერთ-ერთ მეტროსადგურში ბიჭს სცემს | ვიდეო
„ტელეკომპანია პირველი“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.

ვიდეომასალაზე ასახულია, რომ სამართლადამცველს მოქალაქე შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.

ვიდეოში ისმის, როგორ უხსნიან ახალგაზრდა კაცის თანმხლები პირები სამართალდამცავს, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯია. ვიდეოში ასევე ისმის პოლიციელის ხმა, რომ ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მეტროში მგზავრობის წესებს არღვევდა.

„ხელი გაუშვით, ყრუ-მუნჯია“, – ეუბნებიან პოლიციელს კაცის თანმხლები პირები.

„ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმის პოლიციელის რეპლიკა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო ფრაგმენტულია და სრულად არ ასახავს შემთხვევას.


„პუბლიკა“ შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია