2022 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების
რაოდენობამ 3 689 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან
შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბაზრის ზომა კი 44%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის
შესახებ collier-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების
35%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და
პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით.
ძველ პროექტებში კი
მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი.
„2022 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე
მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 153%-ით
გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა
11%-ით გაიზარდა.
ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 15%-ით არის გაზრდილი და
აგვისტოში 795 აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ახალაშენებული ბინების
საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ქალაქის ფართო
ცენტრში - გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი - 9% და 16%-ით. ძველ
ბინებს რაც შეეხება, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში 12%-იანი ზრდა
ფიქსირდება, ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 14%-ით
გაიზარდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.