გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან 25
სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს
უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი
და ელჭექი.
მათივე ცნობით, ასევე შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე
2-3-ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია,
საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის
დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში.