რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში უბედურ შემთხვევას 20 წლის ბიჭი
ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბიჭი ერთ-ერთი
კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა. ადგილზე
მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა მედიკოსებს
ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.