9 თვეში გაზის იმპორტში საქართველომ $87 მლნ-ით მეტი გადაიხადა
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში 2,048,534.0 მ³ გაზის იმპორტი განხორციელდა. გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,644,768.0 მ³ იყო. შესაბამისად, წლიური ზრდა 24.5% შეადგენს.

რაც შეეხება იმპორტირებულ გაზში გადახდილ გადასახადს, იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ თითქმის 280 მლნ დოლარი გადაიხადა. 2021 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 192.5 მლნ დოლარს შეადგენდა. წლიური ზრდა 87 მლნ დოლარს შეადგენს.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე დაწერა, რომ 9 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში 1.9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზია ექპორტირებული.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალი ამბები