საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული
საქსტატმა 2022 წლის 9 თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უცხოეთში ექსპორტი 37.4%-ით, 4.1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. საქსტატის მიხედვით, საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენს. მეორე ადგილს კი - მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული:

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $753 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 31.8% (თუმცა, ეს უმეტესწილად რეექსპორტს წარმოადგენს, რადგანაც საქართველომ ამავე პერიოდში 568 მილიონის სპილენძის მადნები შეიძინა);
2) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - $590.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 75%;
3) ფეროშენადნობები - $431.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 36%;
4) აზოტოვანი სასუქები - $207 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 216%;
5) ღვინოები - $173 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 4%;
6) სპირტიანი სასმელები - $106 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 0%;
7) ელექტროენერგია - $84 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 467%;
8) მინერალური და მტკნარი წყლები - $80 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 23.5%;
9) მედიკამენტები - $76.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5%;
10) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $67 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 113%.


სხვა დანარჩენი საქონელის ექსპორტი - $1.5 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 28%.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები