საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაზარდა
საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის ცხრა თვეში ექსპორტი 11%-ით 473 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ხოლო იმპორტი გაცილებით უფრო მაღალი ტემპით - 73%-ით, 1.24 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა ნავთობპროდუქტების იმპორტის მატებით იყო განპირობებული. თუკი 2021 წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან 96 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი შეიძინა, 2022 წელს ეს მაჩენებელი 431 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყანამ რუსეთიდან 435 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რითაც რუსეთმა ნავთობის იმპორტში #1 ადგილი დაიკავა.

გაიზარდა სხვა საქონლის იმპორტიც, მათ შორის რუსული ფქვილის, რუსული ნახშირის (კოქსის) და მარგარინის იმპორტიც.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ რუსეთში გაზარდა ღვინის ექსპორტი, წელს საქართველოდან რუსეთში 109 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

მკვეთრად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტიც. თუკი გასულ წელს 12.4 მილიონის ღირებულების 2 ათასამდე ავტომობილი გავიდა რუსეთში, 2022 წლის 9 თვეში ექსპორტმა 45.7 მილიონს გადააჭარბა, ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა კი 3.2 ათასია.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები