საქართველოში 1-ლი მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე 9 879 რუსული ბიზნესი
დარეგისტრირდა.
საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, აქედან 685 ერთეული შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებაა, საიდანაც 3 უცხოური საწარმოს ფილიალია, 9180
ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 14 არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,
საქართველოში დარეგისტრირებული 685 რუსული შპს-დან 680-ის საქმიანობა
უცნობია.
5 კომპანიის საქმიანობის სფერო კი ასე ნაწილდება:
- ყავის გადამუშავება
- კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობა
- სატვირთო საგზაო ტრანსპორტი
- თამაშებისა და სათამაშოების წარმოება
- სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებები
რესტორნის გარეშე