ბანგლადეშიდან იმპორტი ყოველწლიურად იზრდება - რას ვყიდულობთ ქვეყნისგან
ბანგლადეშიდან იმპორტი ბოლო წლების განმავლობაში იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ქეყნისგან 872.1 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, 2020 წელის ანალოგიურ პერიოდში -1,321 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის 9 თვეში - 1,791 მლნ აშშ დოლარის, ხოლო წელს იგივე საანგარიშო პერიოდში - 2,278 მლნ აშშ დოლარის.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის იმპორტიც ბანგლადეშიდან ხორციელდება.

ტოპ-10 საქონელი, რომელიც წელს ბანგლადეშიდან შემოვიდა:
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 463.7 ათასი აშშ დოლარი
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 421.2 ათასი აშშ დოლარი
  • საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ტრიკოტაჟის, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 187.8 ათასი აშშ დოლარი
  • თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - 176.4 ათასი აშშ დოლარი
  • კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცის ან ბიჭის - 142 ათასი აშშ დოლარი
  • ქვედა საცვლები ქალის და გოგონასი, ტრიკოტაჟის - 140.9 ათასი აშშ დოლარი
  • ქვედა საცვლები მამაკაცის ან ბიჭის ტრიკოტაჟის - 129.9 ათასი აშშ დოლარი
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 85.4 ათასი აშშ დოლარი
  • ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟის - 83.9 ათასი აშშ დოლარი
  • ნართი ჯუთის ან ლაფნის სხვა (სელის, ქერელის და რამის გარდა) საფეიქრო ბოჭკოებისაგან - 66.3 ათასი აშშ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები